სახელმწიფო შესყიდვებისას სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შესადგენად ერთეული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო (საბაზრო) შრომის ანაზღაურების განაკვეთის, 1 კაც/საათის განსაზღვრა რეკომენდებულია მოხდეს დანართი 1-ში მოცემული ცხრილის გამოყენებით, რომელშიც თვითოეული კრებულისათვის გამოყვანილია სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მუშახელის გასაშუალოებული თანრიგი.\n\nდანართი 2-ში მოცემულია მუშახელისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის 1 კაც/საათის სარეკომენდაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულებები გასაშუალოებული თანრიგებისა და კატეგორიების მიხედვით, რაც გამოთვლილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოსა და ბაზრის კვლევის შედეგების შეჯერების გზით.
| კრებულის N (СНиП IV-2-82) | დასახელება | თანრიგი |
|---|---|---|
| კრებული 1 | მიწის სამუშაოები | მუშის თანრიგი 3 |
| კრებული 2 | სამთო-საბადოების სამუშაოები | მუშის თანრიგი 3 |
| კრებული 3 | ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები | მუშის თანრიგი 3 |
| კრებული 4 | ჭაბურღილები | მუშის თანრიგი 4 |
| კრებული 5 | ხიმინჯები | მუშის თანრიგი 4 |
| კრებული 6 | მონოლითური ბეტონისა და რკ.ბეტონის კონსტრუქციები | მუშის თანრიგი 5 |
| კრებული 7 | ბეტონისა და რკ.ბეტონის ანაკრები კონსტრუქციები | მუშის თანრიგი 5 |
| კრებული 8 | აგურისა და ბლოკის კონსტრუქციები | მუშის თანრიგი 7 |
| კრებული 9 | ლითონის კონსტრუქციები | მუშის თანრიგი 6 |
| კრებული 10 | ხის კონსტრუქციები | მუშის თანრიგი 6 |
| კრებული 11 | იატაკები | მუშის თანრიგი 6 |
| კრებული 12 | სახურავი | მუშის თანრიგი 8 |
| კრებული 13 | კონსტრუქციების დაცვა კოროზიისგან | მუშის თანრიგი 4 |
| კრებული 14 | კონსტრუქციები სოფლის მეურნეობაში | მუშის თანრიგი 3 |
| კრებული 15 | მოსაპირკეთებელი სამუშაოები | — |
| თავი 1 | მოსახვის (შემოსვის) სამუშაოები | მუშის თანრიგი 4 |
| თავი 2 | ლესვა | მუშის თანრიგი 6 |
| თავი 3 | თაბაშირის სამუშაოები | მუშის თანრიგი 6 |
| თავი 4 | სამღებრო სამუშაოები | მუშის თანრიგი 7 |
| თავი 5 | მინის სამუშაოები | მუშის თანრიგი 6 |
| თავი 6 | შპალერი | მუშის თანრიგი 6 |
| კრებული 16 | შიდა მილგაყვანილობა | მუშის თანრიგი 3 |
| კრებული 17 | წყალგაყვანილობა და კანალიზაცია - შიდა მოწყობილობები | მუშის თანრიგი 6 |
| კრებული 18 | გათბობა - შიდა მოწყობილობები | მუშის თანრიგი 3 |
| კრებული 19 | გაზმომარაგება - შიდა მოწყობილობები | მუშის თანრიგი 4 |
| კრებული 20 | ჰაერის ვენტილაცია და კონდიცირება | მუშის თანრიგი 3 |
| კრებული 21 | საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების ელექტროგანათება | მუშის თანრიგი 4 |
| კრებული 22 | წყალგაყვანილობა - გარე ქსელები | მუშის თანრიგი 5 |
| კრებული 23 | კანალიზაცია - გარე ქსელები | მუშის თანრიგი 3 |
| კრებული 24 | თბომომარაგება და გაზგაყვანილობა - გარე ქსელები | მუშის თანრიგი 4 |
| კრებული 25 | გაზისა და ნავთობპროდუქტების მაგისტრალური მილსადენები | მუშის თანრიგი 5 |
| კრებული 26 | თბოსაიზოლაციო სამუშაოები | მუშის თანრიგი 1 |
| კრებული 27 | საავტომობილო გზები | მუშის თანრიგი 5 |
| კრებული 28 | რკინიგზა | მუშის თანრიგი 4 |
| კრებული 29 | გვირაბები და მეტროპოლიტენები | მუშის თანრიგი 5 |
| კრებული 30 | ხიდები და მილები | მუშის თანრიგი 5 |
| კრებული 31 | აეროდრომები | მუშის თანრიგი 4 |
| კრებული 32 | ტრამვაის ხაზები | მუშის თანრიგი 4 |
| კრებული 33 | ელექტროგადამცემი ხაზები | მუშის თანრიგი 4 |
| კრებული 34 | ნაგებობები კავშირგაბმულობის, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის | მუშის თანრიგი 3 |
| კრებული 35 | სამთო სამუშაოები | მუშის თანრიგი 3 |
| კრებული 36 | ჰიდროტექნიკური ნაგებობების მიწის კონსტრუქციები | მუშის თანრიგი 3 |
| კრებული 37 | ჰიდროტექნიკური ნაგებობების ბეტონისა და რკ.ბეტონის კონსტრუქციები | მუშის თანრიგი 5 |
| კრებული 38 | ჰიდროტექნიკური ნაგებობების ქვის კონსტრუქციები | მუშის თანრიგი 3 |
| კრებული 39 | ჰიდროტექნიკური ნაგებობების ლითონის კონსტრუქციები | მუშის თანრიგი 5 |
| კრებული 40 | ჰიდროტექნიკური ნაგებობების ხის კონსტრუქციები | მუშის თანრიგი 5 |
| კრებული 41 | ჰიდროტექნიკური ნაგებობების ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები | მუშის თანრიგი 3 |
| კრებული 42 | ნაპირსამაგრი სამუშაოები | მუშის თანრიგი 5 |
| კრებული 43 | გემმზიდის კონსტრუქციები (წყალში ჩასაშვებად) | მუშის თანრიგი 5 |
| კრებული 44 | წყალქვეშა სამშენებლო (მყვინთავების) სამუშაოები | მუშის თანრიგი 6 |