სახელმწიფო შესყიდვებისას სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შესადგენად ერთეული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო (საბაზრო) შრომის ანაზღაურების განაკვეთის, 1 კაც/საათის განსაზღვრა რეკომენდებულია მოხდეს დანართი 1-ში მოცემული ცხრილის გამოყენებით, რომელშიც თვითოეული კრებულისათვის გამოყვანილია სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მუშახელის გასაშუალოებული თანრიგი.\n\nდანართი 2-ში მოცემულია მუშახელისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის 1 კაც/საათის სარეკომენდაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულებები გასაშუალოებული თანრიგებისა და კატეგორიების მიხედვით, რაც გამოთვლილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოსა და ბაზრის კვლევის შედეგების შეჯერების გზით.
| კრებულის N (СНиП IV-2-82) | დასახელება | თანრიგი |
|---|---|---|
| კრებული 45 | სამრეწველო ქვაბები (საქვაბე) და მილები | მუშის თანრიგი 5 |
| კრებული 46 | შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები | მუშის თანრიგი 3 |
| კრებული 47 | დროებითი ასაწყობ-დასაშლელი შენობა–ნაგებობები | მუშის თანრიგი 4 |
| კრებული 48 | გამწვანება, დამცავი ტყის ზოლები | მუშის თანრიგი 2 |
| კრებული 49 | ნავთობის და გაზის ჭაბურღილები | მუშის თანრიგი 4 |
| კრებული 50 | ნავთობის და გაზის ჭაბურღილები საზღვაო პირობებში | მუშის თანრიგი 4 |
| (СНиП ІV-6-82) | კრებულები 1-დან 36-ის ჩათვლით | მუშის თანრიგი 4 |